ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
მალხაზ ურჯუკაშვილი
დაბადების თარიღი: | 24 სექტემბერი, 1980 (44 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მორაგბე (გარემარბი, 14). საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი (8 ლელო, 171 ქულა). 2001 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელი (4 მატჩი, 1 ლელო, 8 ქულა), 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე (3 მატჩი, 6 ქულა). ნაკრებში პირველად ითამაშა 1997 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოწაფემ. შვიდკაცას მსოფლიო თასის გათამაშების ორგზის მონაწილე (2001, 05).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 306 გვ
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "აკადემია" საქართველო
- "ასკ" თბილისი
- "გუმარი" საქართველო
- "გურდონი" საფრანგეთი
- "კანი" საფრანგეთი
- "მაზამე" საფრანგეთი
- "ნანტი" საფრანგეთი
- "ნიმი" საფრანგეთი
- "ტური" საფრანგეთი
- "ფიჟაკი" საფრანგეთი
|