ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
მაია ლომინეიშვილი
დაბადების თარიღი: | 11 ნოემბერი, 1977 (47 წლის) |
კატეგორია: | ჭადრაკი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1996). საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი (2008. თავის დაფაზე მცირე ბრინჯაოს მედალი). ევროპის ჩემპიონი 20 წლამდელთა შორის (1996), სტუდენტთა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (2000), მსოფლიოს ჩემპიონატის ზონალურ ტურნირში გამარჯვებული (1995). ევროპის გუნდური ჩემპიონატის მონაწილე (2003. თავის დაფაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი). კლუბ “ნტნ”-ის შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2004) და მესამე პრიზიორი (2002). საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1996, 1998, 2002, 2009, 2011).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 317 გვ.
|