ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
სალომე მელია
დაბადების თარიღი: | 14 აპრილი, 1987 (38 წლის) |
კატეგორია: | ჭადრაკი |
ბიოგრაფია
დაიბადა ბათუმში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (2005), საერთაშორისო ოსტატი ვაჟთა შორის (2007). შესრულებული აქვს ვაჟთა საერთაშორისო დიდოსტატის 1 ბალი. ევროპის ორგზის ჩემპიონი 18-წლამდელთა შორის (2005, 2006), მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის (2010), 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის (2009), ევროპის საკლუბო პირველობის (2010), ევროპის გუნდური პირველობის (2011) და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის (2011) მესამე პრიზიორი, სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 317 გვ.
|