The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მიხეილ ცხვედაძე

მიხეილ ცხვედაძე
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1981  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ქართველ კალათბურთელთა პირველი თაობის წარმომადგენელი. თამაშობდა თბილისის “სინათლეში”, იყო საკავშირო კატეგორიის პირველი ქართველი მსაჯი. 1930-40-იან წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგედ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტუდენტური სპორტის განვითარებაში. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  321 გვ.


გააზიარე: