ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
მარლენ ოსიყმაშვილი
დაბადების თარიღი: | 15 დეკემბერი, 1930 (94 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ კოდაში (თეთრი წყარო). თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი. საქართველოს ახალგაზრდული (1970-77) და პირველი (1978) ნაკრებების უფროსი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი საქართველოში (1979-81). მისი აღზრდილები არიან: ზაზა თურმანიძე, დავით გიგაური, ალექსი მოდებაძე, ზვიად სისაური და რევაზ მინდორაშვილი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 330 გვ.
|