The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ავთანდილ შოშიაშვილი

ავთანდილ შოშიაშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:კრივი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ პატარა გორიჯვარში (გორი). კრივის მწვრთნელი. მისი ინიციატივით გორში გაიხსნა კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა, სადაც არაერთი ცნობილი მოკრივე აღიზარდა. მათგან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ყველა დროის საუკეთესო ქართველმა მოკრივემ გიორგი კანდელაკმა. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  333 გვ.


გააზიარე: