ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
კარლო ყრუაშვილი
დაბადების თარიღი: | 1 მაისი, 1927 |
გარდაცვ. თარიღი: | 10 ნოემბერი, 2002 (75 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მსაჯი, ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში.პირველი ქართველი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ფეხბურთში. 30-ზე მეტი საერთაშორისო, მათ შორის მსოფლიოსა (1970, ავსტრია – შოტლანდია; 1974, ავსტრია – მალტა და იტალია – თურქეთი) და ევროპის (1972, თურქეთი – გფრ) ჩემპიონატების შესარჩევი მატჩის მსაჯი. სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 160 მატჩი (1960-76). 11-ჯერ დაასახელეს სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის (1990-93) და სამსაჯო კომიტეტის (1994-98) თავმჯდომარე. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 334 გვ.
|