The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თამაზ ჩხარტიშვილი

თამაზ ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:მსაჯი, ხელბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ხელბურთი, მსაჯი. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი (1968), იმსაჯა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების შეხვედრები, ქალთა (1968, 73, 85) და კაცთა (1986) მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპის მატჩები, ევროტურნირების სამი ფინალი (1978, 79 – თასების თასი, 1986 – ჩემპიონთა თასი), მსოფლიო ნაკრების 2 შეხვედრა (1978 – სსრკ-თან, 1979 – გფრ-თან). ერთადერთი არბიტრი, რომელმაც სსრკ ყველა ჩემპიონატის (1962-90) მატჩები იმსაჯა. 7-ჯერ დაასახელეს სსრკ წლის საუკეთესო არბიტრად. 1995 წლიდან ევროტურნირების კომისარია.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  335 გვ.


გააზიარე: