The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



გურამ ძაგანია

გურამ ძაგანია
Date of birth:21 December, 1941  (82 years)
Category:Referee, Handball

Biography

დაიბადა თბილისში. ხელბურთი, მსაჯი. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი 1982 წლიდან. იმსაჯა “კეთილი ნების” თამაშების ქალთა ტურნირის ფინალი (1986), მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა და ევროპის საკლუბო ტურნირების (ჩემპიონთა თასი, თასების თასი, ქალაქების თასი) მატჩები. 1968 წლიდან მსაჯობდა სსრკ ჩემპიონატებისა და სპარტაკიადების შეხვედრებს, 1971-იდან სისტემატურად შედიოდა სსრკ საუკეთესო მსაჯთა ათეულში. 1966-იდან იყო საქართველოს სპორტის აკადემიის ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის მასწავლებელი, 1980-იდან – პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი. 1992 წლიდან სპორტის აკადემიის პრორექტორია სამეცნიერო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და 50 სამეცნიერო სტატია სპორტის საკითხებზე. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი (2000). მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება  (2016). დაჯილდოებულია საქართველოს ოლიმიური კომიტეტის მედლით (2016).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  336 გვ.


Share: