ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ზურაბ ტიბუა
დაბადების თარიღი: | 30 ნოემბერი, 1962 (62 წლის) |
კატეგორია: | კრივი, მსაჯი |
ბიოგრაფია
დაიბადა ფოთში. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1997 - იდან). 1995 წლიდან მსაჯობდა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის - პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე (2008), მსოფლიოსა (2007, 2009) და ევროპის (1996, 1998, 2002, 2011) ჩემპიონატებზე, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე, მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე. 2009 წელს მიენიჭა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორია - "3 ვარსკვლავის მსაჯის" წოდება. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფოთის სპორტის სამსახურის უფროსი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 337 გვ.
|