The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რუსუდან ხოფერია

რუსუდან ხოფერია
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ხტომა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ბატუტზე ხტომა. სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (1988 – ინდივიდუალური, სინქრონული, გუნდური) და მეორე პრიზიორი (1990 – სინქრონული), მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი სინქრონულ (1993)  და ინდივიდუალურ (1999) ხტომაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987, 89, 97 – გუნდური;  1989 – სინქრონული) და ხუთგზის მეორე პრიზიორი (1987, 93 – ინდივიდუალური;  1987, 93, 95 – სინქრონული). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1986 – ინდივიდუალური; 1989 – სინქრონული), ოთხგზის მეორე (1987, 90 – ინდივიდუალური;  1988, 90 – სინქრონული) და ორგზის მესამე (1988, 89 – ინდივიდუალური) პრიზიორი, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (1986), სსრკ თასის ორგზის (1987, 89 – სინქრონული) და დობროვოლსკის თასის ოთხგზის (1987, 89, 90 – ინდივიდუალური, 1988 – სინქრონული) მფლობელი. 2000 წლის სიდნეის (VII ადგილი) და 2004 წლის ათენის (IX ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 1987-2004 წლებში ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი ვარჯიშის სირთულის მიხედვით. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  337 გვ.


გააზიარე: