The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1999  (25 წლის)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

 დაიბადა ლენტეხში. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ქა­ლი, რომელიც ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულს და­ე­უფ­ლა.

 მა­რო­კო­ში წას­ვ­ლამ­დე ევ­რო­პე­ლებ­მა ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­ულ გო­გო­ნა­თა 5-ეულ­ში და­ა­სა­ხე­ლეს, იჟევ­ს­კ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე კი, 2019 წლის სუ­პერ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი უწო­დეს.

 ჯერ კი­დევ 8 წლი­სამ და­ამ­ს­ხ­ვ­რია ჯე­ბი­რე­ბი, რო­ცა ლენ­ტეხ­ში, მკაც­რ, ტრა­დი­ცი­ულ მხა­რე­ში, სა­კუ­თა­რი დე­დი­სა და გარ­შე­მომ­ყოფ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად,  ძი­უ­დოს დარ­ბაზს მი­ა­შუ­რა. პარალელურად მეკ­ლ­დე­უ­რო­ბა­ზეც დადიოდა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეც გავიდა. 10 წლის ასაკიდან ის რუსთავში, ბიძასთან გადადის საცხოვრებლად და ვარჯიშს აგრძელებს თბილისში მწვრთნელ კახა მოცარიძესთან. მას ე­ა­მა­ყე­ბა, რომ გახდა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი და თვლის,რომ ეს მხო­ლოდ დი­დი მო­მავ­ლის და­საწყი­სია.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - მესამე ადგილი, გრანდ სლემი თბილისი-2022, თბილისი, საქართველო
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2022 - მეორე დგილი, გრან პრი ზაგრები-2022, ზაგრები, ხორვატია
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2022 - მესამე ადგილი, გრანდ სლემი აბუ დაბი-2022, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საემიროები
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2022 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სოფია, ბულგარეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2022 - მეორე ადგილი, გრანდ სლემი თელ ავივი-2022, თელ ავივი, ისრაელი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2021 - მესამე ადგილი, გრანდ სლემი თელ ავივი-2021, თელ ავივი, ისრაელი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2021 - მეორე ადგილი, გრანდ სლემი თბილისი-2021, თბილისი, საქართველო
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2021 - მესამე ადგილი, გრანდ სლემი პარიზი-2021, პარიზი, საფრანგეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი, იჟევსკი, რუსეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2019 - მესამე ადგილი, გრან პრი ზაგრები , ზაგრები, ხორვატია
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი, ვანტაა, ფინეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, მარაკეში, მაროკო
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2019 - მესამე ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი, მალაგა, ესპანეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2019 - მეორე ადგილი, ევროპის ღია პირველობა , პრაღა, ჩეხეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2018 - მეორე ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი, სოფია, ბულგარეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2018 - მეორე ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2018 - მესამე ადგილი, 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი, დიორი, უნგრეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2018 - მეორე ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი, სოფია, ბულგარეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2018 - მეორე ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი, ბერლინი, გერმანია
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, ჭაბუკებს შორის ევროპის თასი, ანტალია, თურქეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი, ვანტაა, ფინეთი
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2015 - პირველი ადგილი, ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, თბილისი, საქართველო
    ძიუდო (57 კგ.)
  • 2015 - მეორე ადგილი, ჭაბუკებს შორის ევროპის თასი, კლუჟ ნაპოკა, რუმინეთი
    ძიუდო (57 კგ.)

გააზიარე: