The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვახტანგ ბლაგიძე

ვახტანგ ბლაგიძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (52კგ). 1978 წლიდან არის სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და სპორტის რაინდი 2013 წლიდან. 

1976 - სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (52კგ; ულიანოვსკი);
1977 - მსოფლიო უნივერსიადა (52კგ);

1978 - მსოფლიოს ჩემპიონი (52კგ; მეხიკო, მექსიკა);

1978 - ევროპის ჩემპიონი (52კგ; სოფია, ბულგარეთი);

1979 - სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (52კგ; მოსკოვი);
1980 - ოლიმპიური ჩემპიონი (52კგ; მოსკოვი). ვახტანგ ბლაგიძის შედეგები: შესარჩევი ტურნირი: ტაისტო ჰალონენი (ფინეთი) - მოგება; შესარჩევი ტურნირი: ჰარალამბოს ჰოლიდისი (საბერძნეთი) - მოგება; შესარჩევი ტურნირი: მლადენ მლადენოვი (ბულგარეთი) - მოგება; ფინალური წრე: ანტონინ იელინეკი (ჩეხოსლოვაკია) - მოგება; ფინალური წრე: მლადენ მლადენოვი (ბულგარეთი) - მოგება.
1980 - ევროპის ჩემპიონი (52კგ; პრიევიძა, ჩეხოსლოვაკია);

1980 - სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (52კგ; მოსკოვი);

1981- მსოფლიო ჩემპიონი (52კგ; ოსლო, ნორვეგია);
1981 - სსრკ ჩემპიონი (52კგ; როსტოვი);

1982 - მსოფლიო თასი (52კგ).

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ავთანდილ გურასაშვილის წიგნი „ვახტანგ ბლაგიძე“.




ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
  • 2003 - ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
  • 2003 - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი
  • 1999 - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი -
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
  • 1981 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ოსლო, ნორვეგია
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (52 კგ)
  • 1981 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დონის როსტოვი, რუსეთი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (მჩატე წონა)
  • 1980 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პრევიდზე, ჩეხოსლოვაკია
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (52 კგ)
  • 1980 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი, რუსეთი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (მჩატე წონა)
  • 1980 - პირველი ადგილი, ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები. მოსკოვი, რუსეთი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (52 კგ)
  • 1978 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია, ბულგარეთი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (52 კგ)
  • 1978 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მეხიკო, მექსიკა
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (52 კგ)
  • 1976 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ულიანოვსკი, რუსეთი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (მჩატე წონა)
  • ღირსების ორდენი
  • მედალი შრომითი წარმატებისთვის (სსრკ)

გააზიარე: