ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
აკაკი ჩაჩუა
დაბადების თარიღი: | 16 სექტემბერი, 1969 (55 წლის) |
კატეგორია: | კლასიკური ჭიდაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა სამტრედიაში. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (60, 63კგ). 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (IX ადგილი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
- 1997 - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (63კგ; კოუვოლა, ფინეთი)
- 1997 - საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (60კგ; ვაანტას თასი)
- 1999 - ევროპის ვიცე-ჩემპიონი (63კგ; სოფია, ბულგარეთი);
- 2000 - ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (63კგ; სიდნეი) - შედეგები: III ჯგუფი: შანჟუნ იუი (ჩინეთი) - 11:0; III ჯგუფი: ვაღინაკ გალსტიანი (სომხეთი) - 3:1; 1/4: ბახოდირ ყურბანოვი (უზბეკეთი) - 3:2; 1/2: ვარტერეს სამურგაშევი (რუსეთი) - 4:7; III ადგილისთვის: ბეატ მოცერი (შვეიცარია) - 6:2.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - მესამე ადგილი, ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები. სიდნეი, ავსტრალია
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63 კგ)
- 1999 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია, ბულგარეთი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63 კგ)
- 1997 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. კოუვოლა, ფინეთი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63 კგ.)
|