The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



არსენ კასაბიევი

არსენ კასაბიევი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1987  (37 წლის)
კატეგორია:ძალოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა ცხინვალში. ძალოსანი (94კგ). 2010 წლიდან ასპარეზობდა პოლონეთის სახელით.

2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (XIV ადგილი);
2005 - მსოფლიოს ჩემპიონი (იუნიორთა  შორის); 
2008 - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (94კგ; პეკინი);
2010 - ევროპის ჩემპიონი (94კგ; მინსკი, ბელარუსი).


2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე არსენ კასაბიევმა მოიპოვა IV ადგილი. 8 წლის შემდეგ პეკინის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯები გადამოწმდა, შედეგად ჩემპიონ ილია ილინს (ყაზახეთი) და ბრინჯაოს მედალოსან ჰაჯიმურატ აკაევს (რუსეთი) დაუმტკიცდათ აკრძალული პრეპარატების გამოყენება და ჩამოერთვათ მედლები. არსენ კასაბიევი პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდა და 2017 წელს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცა.


გააზიარე: