ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ნიაზ დიასამიძე
დაბადების თარიღი: | 28 მაისი, 1998 (26 წლის) |
კატეგორია: | სამბო |
ბიოგრაფია
დაიბადა ახალციხეში. ქართველი სამბისტი. ევროპის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი სამბოში და ასევე საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. ჭიდაობა ახალციხეში დაიწყო და რადგან ამ დროისთვის მესამე კლასში იყო, სპორტის ეს სახეობა მშობლებმა შეურჩიეს. გარკვეული დროის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისთვის უფრო მეტად პერსპექტიული სამბო და ძიუდო იქნებოდა, ამიტომ ვარჯიში თბილისში გააგრძელა, რადგან ძიუდოს სკოლა ახალციხეში არ იყო. ნიაზმა მოიპოვა არაერთი წარმატება. მის მიღწევებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო პრიზიორის ტიტული სამბოში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2017 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, პრაღა, ჩეხეთი (ჭაბუკებს შორის)
სამბო (90 კგ.)
|