ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ჯონი ხეცურიანი
დაბადების თარიღი: | 20 მარტი, 1998 (27 წლის) |
კატეგორია: | კლასიკური ჭიდაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა ხობში (სამეგრელო - ზემო სვანეთი). ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე). სიმაღლე - 167 სმ, 60 კგ. წონითი კატეგორია.
საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ევროპის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ჭაბუკებს შორის, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი.
მწვრთნელი - ალმასხან(გელა) ხუნჯუა.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2022 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (კორნიანუ, სიმონი), ბუქარესტი, რუმინეთი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (67 კგ.)
- 2021 - მეორე ადგილი, გრან პრი საფრანგეთი (ანრი დეგლანის პრიზი), ნიცა, საფრანგეთი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (67 კგ.)
- 2018 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, რომი, იტალია (ახალგაზრდებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (67 კგ.)
- 2017 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (მუხრან ვახტანგაძე), ბათუმი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (66 კგ.)
- 2015 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონი", თბილისი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (58 კგ.)
- 2015 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სუბოტიცა, სერბეთი (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (58 კგ.)
- 2015 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ატალაის და ერქანის თასი), იზმირი, თურქეთი (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (58 კგ.)
- 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, სომხეთი (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (58 კგ.)
- 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ვახტანგაძის თასი), ბათუმი, საქართველო (ახალგაზრდებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (60 კგ.)
- 2015 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (54 კგ.)
- 2014 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სნინა, სლოვაკეთი (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (50 კგ.)
- 2014 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "გამარჯვების თასი", ანტალია, თურქეთი (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (50 კგ.)
- 2013 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (სალაძის თასი), თბილისი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (50 კგ.)
- 2013 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ყაზარაშვილის თასი), რუსთავი, საქართველო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (46 კგ.)
|