The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ელბაქიძე

გიორგი ელბაქიძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 2000  (25 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ამბროლაურში (რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი). თავისუფალი სტილით მოჭიდავე. სიმაღლე - 165 სმ., წონა - 63 კგ. საქართველოს ჩემპიონი 23 წლამდელებს შორის, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჭაბუკებს შორის, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის. 

მთავარი მწვრთნელი - ლევან ბარსიონიძე (2010 წლიდან).

აქტიურია 2010 წლიდან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, პონტევედრა, ესპანეთი (23 წლამდელებს შორის )
  • 2022 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, პლოვდივი, ბულგარეთი (23 წლამდელებს შორის )
  • 2021 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (კოლოვი, პეტროვი), პლოვდივი, ბულგარეთი
  • 2021 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "მედვედის თასი", მინსკი, ბელარუსი
  • 2019 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, რიგა, ლატვია (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (70 კგ.)
  • 2018 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, რიგა, ლატვია (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (65 კგ.)
  • 2017 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, ბელარუსი (ჭაბუკებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (63 კგ.)
  • 2017 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, ბუქარესტი, რუმინეთი (ჭაბუკებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (63 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (დუნაის მემორიალი), უკრაინა, ხარკოვი (ჭაბუკებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (58 კგ.)
  • 2016 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სტოკჰოლმი, შვედეთი (ჭაბუკებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (58 კგ.)
  • 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, სომხეთი (ჭაბუკებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (50 კგ.)
  • 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ზარიბეგ ბერიაშვილის თასი), თბილისი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (54 კგ.)

გააზიარე: