The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი
Legal name:პეტრიაშვილი გენო
Date of birth:1 April, 1994  (31 years)
Category:Freestyle wrestling

Biography

დაიბადა 1994 წლის 1 აპრილს გორში
თავისუფალი ჭიდაობა; 100კგ, 120კგ, 125კგ

ოლიმპიური ჩემპიონი - 2024 (125კგ; პარიზი)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 2021 (2020; 125კგ; ტოკიო)
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 2016 (125კგ; რიო დე ჟანეირო)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2017 (125კგ; პარიზი, საფრანგეთი), 2018 (125კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 2019 (125კგ; ნურ-სულტანი, ყაზახეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 2021 (125კგ; ოსლო, ნორვეგია), 2023 (125კგ; ბელგრადი, სერბეთი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2013 (125კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 2015 (125კგ; ლას ვეგასი, ამერიკის შეერთებული შტატები), 2022 (125კგ; ბელგრადი, სერბეთი)
ევროპის I თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 2015 (125კგ; ბაქო, აზერბაიჯანი)
ევროპის ჩემპიონი - 2016 (125კგ; რიგა, ლატვია), 2020 (125კგ; რომი, იტალია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2018 (125კგ; კასპიისკი, რუსეთი), 2019 (125კგ; ბუქარესტი, რუმინეთი), 2022 (125კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 2023 (125კგ; ზაგრები, ხორვატია), 2024 (125კგ; ზაგრები, ხორვატია)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2013 (120კგ; თბილისი), 2017 (125კგ; ნოვი სადი, სერბეთი), 2021 (125კგ; ვარშავა, პოლონეთი)
მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი - 2016 (125კგ; ლოს ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები)
ევროპის ერთა თასი - 2016 (გუნდი; ბუქარესტი, რუმინეთი)
საერთაშორისო ტურნირები - 2015 (125კგ; ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი; ოლიმპია, საბერძნეთი), 2015 (125კგ; ვაცლავ ციოლკოვსკის მემორიალი; ვარშავა, პოლონეთი), 2015 (125კგ; ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრან პრი; ბაქო, აზერბაიჯანი), 2016 (125კგ; ალექსანდრ მედვედის თასი; მინსკი, ბელარუსი), 2016 (125კგ; ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრან პრი; ბაქო, აზერბაიჯანი), 2017 (125კგ; გრან პრი; პარიზი, საფრანგეთი), 2017 (125კგ; ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასი; თბილისი), 2018 (125კგ; დან კოლოვის და ნიკოლა პეტროვის მემორიალი; სოფია, ბულგარეთი), 2018 (125კგ; ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასი; თბილისი), 2018 (125კგ; ალანთა თასი; ვლადიკავკაზი, რუსეთი), 2019 (125კგ; ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასი; თბილისი), 2021 (125კგ; ანრი დელანის სახელობის გრან პრი; ნიცა, საფრანგეთი), 2022 (125კგ; მატეო პელიკონეს სახელობის გრან პრი; რომი, იტალია), 2022 (125კგ; ზუაერ სჯაიერის სახელობის გრან პრი; ტუნისი, ტუნისი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 2013 (120კგ; მოსქოუ ლაითსი; მოსკოვი, რუსეთი), 2017 (125კგ; სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი; კიევი, უკრაინა)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 2024 (125კგ; იმრე პოიაკის და იანოშ ვარგას მემორიალი; ბუდაპეშტი, უნგრეთი)
საქართველოს ჩემპიონი - 2012 (125კგ; თბილისი), 2015 (125კგ; თბილისი), 2017 (125კგ; თბილისი)
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი - 2013 (125კგ; თბილისი)
საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2016 (125კგ; თბილისი)
მსოფლიოს ჩემპიონი (23-წლამდელები) - 2017 (125კგ; ბიდგოშჩი, პოლონეთი)
მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2013 (120კგ; სოფია, ბულგარეთი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები) - 2012 (100კგ; პატაია, ტაილანდი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2011 (100კგ; სომბათჰეი, უნგრეთი)
ევროპის ჩემპიონი (23-წლამდელები) - 2016 (125კგ; რუსე, ბულგარეთი), 2017 (125კგ; სომბათჰეი, უნგრეთი)
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2013 (120კგ; სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია), 2014 (120კგ; კატოვიცე, პოლონეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები) - 2011 (120კგ; ზრენიანინი, სერბეთი)
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2011 (100კგ; ვარშავა, პოლონეთი)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) - 2019 (ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან და მოჭიდავეებთან, ბექა ლომთაძესთან, ნუგზარ წურწუმიასთან და ლაშა გობაძესთან ერთად)
საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2013

*-გენო პეტრიაშვილის შედეგები 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე:
1/16: დიმიტარ კუმჩევი (ბულგარეთი) - 10:0
1/8: ალენ ზასეიევი (უკრაინა) - 11:6
1/4: ქომეილ ღასემი (ირანი) - 4:4 (მარცხი ბოლოს გაშვებული ქულის გამო)
რეპეშაჟი: კორი ჯერვისი (კანადა) - 9:2
III ადგილისთვის: ტერველ დლაგნევი (აშშ) - 10:0

*-გენო პეტრიაშვილის შედეგები 2021 (2020) წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
1/8: დიააელდინ ქამალი (ეგვიპტე) - 11:0
1/4: ჟივეი დენი (ჩინეთი) - 5:2
1/2: ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი) - 6:3
ფინალი: გეიბლ სტივესონი (აშშ) - 8:10

*-გენო პეტრიაშვილის შედეგები 2024 წელს, პარიზის ოლიმპიადაზე:
1/8: ოლექსანდრ ხოციანოვსკი (უკრაინა) - 11:0
1/4: რობერტ ბარანი (პოლონეთი) - 9:2
1/2: გიორგი მეშვილდიშვილი (აზერბაიჯანი) - 7:0
ფინალი: ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი) - 10:9

*-გენო პეტრიაშვილი პირველი ქართველი მოჭიდავეა, თავისუფალშიც და ბერძნულ-რომაულშიც, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიგო: ოქრო (2024), ვერცხლი (2020) და ბრინჯაო (2016).

*-გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილის მეექვსე მოჭიდავეა, რომელმაც კარიერაში ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მანამდე ეს ლევან თედიაშვილმა, დავით გობეჯიშვილმა, ლერი ხაბელოვმა, რევაზ მინდორაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეძლეს.

*-გენო პეტრიაშვილი მესამე ქართველია, რომელმაც ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი მოიპოვა, ნინო სალუქვაძის (ტყვიის სროლა) და ლაშა შავდათუაშვილის (ძიუდო) შემდეგ.

2005: 19 აგვისტოს თერთმეტი წლის გენო უცნობმა პირებმა გაიტაცეს. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

2013: სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა ავთანდილ ჭრიკიშვილის (ძიუდო) შემდეგ.

2017: 25 აგვისტოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გენო პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. გორელმა ფალავანმა მერვედფინალში რუსი ანზორ ხიზრიევი გაანადგურა - 13:2, მეოთხედფინალში კანადელ კორი ჯერვისს აყარა შავი დღე - 10:0, ნახევარფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე არ დაინდო - 12:2. ფინალში გენომ თურქი ტაჰა აქგული დაამარცხა - 10:8.

2017: სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა ლაშა ტალახაძის (ძალოსნობა) და ზაზა ფაჩულიას (კალათბურთი) შემდეგ.

2018: 20-21 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. ქართველმა ფალავანმა ფინალამდე დანიელ ლიგეტი (უნგრეთი; 11:1), ანზორ ხიზრიევი (რუსეთი; 8:5) და ფარვიზ ჰადი (ირანი; 13:6) დაამარცხა. ფინალურ ორთაბრძოლაში გენომ იოლად სძლია ჩინელ ჟივეი დენს (6:0) და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება შეინარჩუნა.

2018: სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა ლაშა ტალახაძის (ძალოსნობა) და ნიკოლოზ ბასილაშვილის (ჩოგბურთი) შემდეგ.

2019: 20-21 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულტანში გაიმართა. გენომ მიჯრით სძლია ეგზონ შალას (კოსოვო; 13:2), ბადჟა ხუტაბას (ეგვიპტე; 14:4) და უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკის (6:2), ფინალში კი ნომერ პირველი მეტოქე თურქი ტაჰა აქგული დაამარცხა ბოლოს აღებული ქულით - 6:6. პეტრიაშვილმა ზედიზედ მესამედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

2019: სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა ლაშა ტალახაძის (ძალოსნობა) შემდეგ.

Awards and Honors

  • 2024 - პირველი ადგილი, ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 2024, პარიზი, საფრანგეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2024 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2024, ბუქარესტი, რუმინეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2024 - მესამე ადგილი, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი 2024, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი 2023, ბიშკეკი, ყირგიზეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2023 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2023, ზაგრები, ხორვატია
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2023 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ბელგრადი, სერბეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2022 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2022, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი 2022, რომი, იტალია
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2022 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ბელგრადი, სერბეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი 2022, ტუნისი, ტუნისი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2021 - პირველი ადგილ, გრან პრი საფრანგეთი (ანრი დეგლანის მემორიალი) 2021, ნიცა, საფრანგეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2021 - პირველი ადგილი, გრან პრი საფრანგეთი (ანრი დეგლანის მემორიალი) 2021, ნიცა, საფრანგეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2021 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2021, ოსლო, ნორვეგია
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2021 - მეორე ადგილი, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები 2020, ტოკიო, იაპონია
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2021 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2021, ვარშავა, პოლონეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2020 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2020, რომი იტალია
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2019 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2019, ბუქარესტი, რუმინეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ბალავაძე, კარტოზია) 2019, თბილისი, საქართველო
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2019, ნურ-სულთანი, ყაზახეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2018, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ბალავაძე, კარტოზია) 2018, თბილისი, საქართველო
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2018 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი 2018, კიევი, უკრაინა
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი 2018, სოფია, ბულგარეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2018 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2018, კასპიისკი, რუსეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი 2017, თბილისი, საქართველო
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი 2017, პარიზი, საფრანგეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2017 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2017, ნოვი სადი, სერბეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2017, სომბათჰეი, უნგრეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პარიზი, საფრანგეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2016 - მესამე ადგილი, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2016 - პირველი ადგილი, 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2016, რუსე, ბულგარეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2016 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2016, რიგა, ლატვია
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2016 - პირველი ადგილი, ოქროს გრან პრი 2016, ბაქო, აზერბაიჯანი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2016 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "მედვედის თასი" 2016, მინსკი, ბელარუსი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2015 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2015 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ლას-ვეგასი, აშშ
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2015 - მესამე ადგილი, ევროპული თამაშები 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2015 - პირველი ადგილი, ოქროს გრან პრი 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2015 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ციოლკოვსკი, პიტლასინსკი) 2015, ვარშავა, პოლონეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2014 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, კატოვიცე, პოლონეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)
  • 2013 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2013, სოფია, ბულგარეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)
  • 2013 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2013, თბილისი, საქართველო
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2013 - მესამე ადგილი, თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2013, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+125კგ)
  • 2013 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2013, სკოპიე, მაკედონია
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)
  • 2013 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი (ფედერაციის თასი) 2013, ბაქო, აზერბაიჯანი
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)
  • 2013 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2013, თურქეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)
  • 2012 - მესამე ადგილი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2012, პატაია, ტაილანდი
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)
  • 2012 - მეორე ადგილი, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი (ფედერაციის თასი) 2012, ბაქო, აზერბაიჯანი
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)
  • 2012 - პირველი ადგილი, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი (ფრეიდენფელდსის მემორიალი) 2012, რიგა, ლატვია
    თავისუფალი ჭიდაობა (+120კგ)

Share: