The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ომარ ფხაკაძე

ომარ ფხაკაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1944
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1993  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ველოსპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ველოსიპედისტი. (ტრეკი, სპრინტი). მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო _ მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო _ IV ადგილი). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე (1965, 67 _ ჰიტი 1000 მ ადგილიდან) და მესამე (1968 _ გიტი 1000 მ სვლით) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით _ 10,69 წმ და 10,61 წმ (1967). სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974-93), საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია ქართულ ფილმში “ხარება და გოგია”, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის _ ხარებას როლს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განათლების განყოფილება" თბილისი (1962-)
  • "დინამო" თბილისი (1963-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი (სპრინტი)
  • 1972 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მიუნჰენი (სპრინტი)
  • 1971 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1970 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტულა (სპრინტი)
  • 1969 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ბრნო (სპრინტი)
  • 1969 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ხარკოვი (სპრინტი)
  • 1967 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1966 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მაინის ფრანკფურტი (სპრინტი)
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1965 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სან - სებასტიანი (სპრინტი)
  • 1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბერმი (სალიდერო რბოლა)
  • 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტულა (სპრინტი)
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ირკუტსკი (სალიდერო რბოლა)
  • 1963 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)

გააზიარე: