The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ გურგენიძე

ვლადიმერ გურგენიძე
დაბადების თარიღი:31 აპრილი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:აკრობატიკა, მსაჯი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. აკრობატიკა, მწვრთნელი.  სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975). მწვრთნელად მუშაობა ახალგაზრდულ ასაკში, აქტიური სპორტიდან წასვლამდე დაიწყო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1975-92), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1978-90). მისი აღზრდილები არიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: მანანა მნათობიშვილი, ნანა კიკილაშვილი, მაია შილაკაძე, ინგა გიორგობიანი, ნატალია ანისიმოვა, სვეტლანა მკრტიჩიანი, ირინა ოვოიანი, სვეტლანა მაკარიჩევა და ლიუდმილა გლაზუნოვა. ქართველთაგან ყველაზე ახალგაზრდას (22 წლისას) მიენიჭა სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. 1992 წლიდან კარიერა რუსეთში გააგრძელა და იქაც დიდ წარმატებებს მიაღწია: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულები მოაპოვებინა ამ ქვეყნის სახელით მოასპარეზე არაერთ სპორტსმენს. მათ შორისაა მისი ვაჟი რევაზ გურგენიძე. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  333 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: