The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გურამ ჯოხაძე

გურამ ჯოხაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:ველოსპორტი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ველოსიპედისტი, მწვრთნელი. საქართველოს 22-გზის ჩემპიონი სხვადასხვა დისტანციაზე, სსრკ ნაკრების წევრი (1954-56). იყო ველოტრეკზე მოასპარეზე სსრკ-ისა (1966-69, 72, 78-81) და საქართველოს (1966-69) ნაკრებების უფროსი მწვრთნელი. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ომარ ფხაკაძის პირადი მწვრთნელი. მის გარდა აღზარდა 6 საერთაშორისო კლასისა და 49 სსრკ სპორტის ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  330 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: