The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



პეტრე ჩევარდოვი

პეტრე ჩევარდოვი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ველოსპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ველოსიპედისტი (გამოდევნებით ინდივიდუალური რბოლა, წყვილთა და გუნდური შეჯიბრება). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1979, გამოდევნებით გუნდური რბოლა), მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველობის მესამე პრიზიორი (1977), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1978, 79, გამოდევნებით ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილთა და ჯგუფური წყვილთა რბოლა). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 99 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: