The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რომეო ღვინიაშვილი

რომეო ღვინიაშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   გამოჩენილი ქართველი მორაგბე, სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

   რაგბის ეზიარა საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებში. 1964 წლიდან ის თბილისის "დინამოშია" . ამავე გუნდში ის 1966 წელს პირველ საკავშირო ჩემპიონატში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სპორტული კარიერა რომამ "ლოკომოტივში" გააგრძელა "ლოკომოტივმა" "დინამოდან" პირველი გუნდის ესტაფეტა მიიღო და საბჭოთა სინამდვილის ბოლომდე ატარა. ამ გუნდმა "დინამოდან" რამდენიმე ვარსკვლავიც გადაიბირა. 

   რ. ღვინიაშვილი მრავალი სპორტული ჯილდოს მფლობელია. სპეციალურად დაწესებული პრიზებიც ხსირად მოუპოვებია. სსრკ-ს 30 საუკეთესო მორაგბეს შორის სიაში მრავალჯერ დაუსახელებიათ. იგი ამჟამადაც ვარჯიშობს და ვეტერანთა მატჩებშიც ხშირად იღებს მონაწილეობას.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1966-)
  • "ლოკომოტივი" თბილისი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

გააზიარე: