შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
მურად თოფურიძე![]()
ბიოგრაფიასპორტის ოსტატი, ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ღირსების ორდენის კავალერი. რაგბის თამაში დაიწყო 1961 წელს საქ. სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ნაკრებში. იგ თავდამსხმელი იყო და თბილისის რამდენიმე გუნდში გამოდიოდა. მას უთამაშია "სპარტაკში" , "განთიადში". ამ უკანასკნელში იგი პროფკავშირული გუნდების პირველი საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა. 1964 წლიდან "დინამოს" შემადგენლობაში ჩაირიცხა და ამ გუნდში ბოლომდე ითამაშა. მან აქ მოიპოვა მარავალი ჯილდო. გახდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს მრავაგზის ჩემპიონი, სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკავშირო გათამაშების ორგზის გამარჯვებული. მანვე მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის პროფკავშირული გუნდების ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. 1976 წელს ფრანგებს დაუპირისპირდა საქართველოში პირველად შექმნილი საქართველოს ნაკრები, თუმცა ეს გუნდი "ლოკომოტივის" სახელით გამოვიდა. დიდი რაგბიდან წასვლის შემდეგ მ. თოფურიძე რაგბის მაინც ვერ ტოვებს. იგი ინიშნება "ლოკომოტივის" მენეჯერ - დირექტორად. მისი ხელმძღვანელობის დროს ამ გუნდმა მრავალი გამარჯვება იზეიმა. მურად თოფურიძე საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრია. 2001 წელს იგი დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი - ღირსების ორდენით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |