შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
ირაკლი კიზირია![]()
ბიოგრაფიასაუკუნის მორაგბედ აღიარებული ირაკლი კიზირია დაიბადა 1941 წლის 14 აგვისტოს. რაგბის თამაში დაიწყო 1962 წელს. თამაშობდა ჯერ საქ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1964 წლიდან თბილისის "დინამოში". მას ეკუთვნის თავისებური რეკორდიც - ითამაშა 15 სეზონზე მეტი და ყოველთვის კაპიტანი იყო. მისი რეკორდია აგრეთვე, ერთ თამაშში 98 ქულის მოპოვება (ბაქოს "დინამოსთან"). ეს რეკორდი ჯერ არავის გაუმეორებია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მოწინავე ქვეყნებშიც კი. საქ. ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1966 წ.) "დინამოს" საკავშირო პირველობის ოთხგზის ჩემპიონი, "ლოკომოტივის" საკავშირო პირველობის ჩემპიონი, "ბურევესტნიკის" საკავშირო პირველობის ვერცხლის პრიზიორი. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1972 წლიდან. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |