The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ირაკლი კიზირია

ირაკლი კიზირია
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   საუკუნის მორაგბედ აღიარებული ირაკლი კიზირია დაიბადა 1941 წლის 14 აგვისტოს. რაგბის თამაში დაიწყო 1962 წელს. თამაშობდა ჯერ საქ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1964 წლიდან თბილისის "დინამოში". მას ეკუთვნის თავისებური რეკორდიც - ითამაშა 15 სეზონზე მეტი და ყოველთვის კაპიტანი იყო. მისი რეკორდია აგრეთვე, ერთ თამაშში 98 ქულის მოპოვება (ბაქოს "დინამოსთან"). ეს რეკორდი ჯერ არავის გაუმეორებია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მოწინავე ქვეყნებშიც კი.

  საქ. ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1966 წ.) "დინამოს" საკავშირო პირველობის ოთხგზის ჩემპიონი, "ლოკომოტივის" საკავშირო პირველობის ჩემპიონი, "ბურევესტნიკის" საკავშირო პირველობის ვერცხლის პრიზიორი.

სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1972 წლიდან.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1966-)
  • "ლოკომოტივი" თბილისი (1972-)
  • საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირი, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

გააზიარე: