ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ამირან ლობჟანიძე
დაბადების თარიღი: | 12 აპრილი, 1939 (86 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
ქართული რაგბის ამაგდარი, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი ლელოსა და რაგბიში, ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა თბილისში. რაგბის თამაში დაიწყო 1961 წელს საქ. სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ნაკრებში. თამაშობდა თავდასხმაში. შემდეგ ასევე წარმატებით თამაშობდა თბილისის საუკეთესო გუნდებში: "სპარტაკში", "განთიადსა" და "ლოკომოტივში". 1965 წლიდან სპორტული კარიერის დასრულებამდე ის თამაშობდა "დინამოში". ის გახლავთ სსრკ პირველი ოფიციალური ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1975 წელს გახდა გაზეთ "სოცინდუსტრიის" მეორე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (ლენინგრადი). ეს წარმატება მან გაიმეორა 1976 წელსაც ქ. ლვოვში. მას გამოქვეყნებული აქვს რაგბისადმი მიძღვნილი ლექსები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "დინამო" თბილისი (1965-1970)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
|