The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გენადი ღადუა

გენადი ღადუა
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   სპორტის ოსტატი, სამშენებლო ფირმა "ბიას" პრეზიდენტი, ღირსების ორდენის კავალერი.

  რაგბის თამაში დაიწყო საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნაკრებში. შემდეგ კი მთელი გუნდი "დინამოში" გადავიდა ა გენამაც თავისი საუკეთესო წლები ამ გუნდის წარმატებას მიუძღვნა. იგი საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. სსრკ 30 საუკეთესო მორაგბეთა სიაშიციყო დასახელებული. სპორტის გარდა დიდი წარმატებები ჰქონდა სამშენებლო საქმეშიც. მისი აგებული რამდენიმე შენობა დღეს მოსკოვს ამშვენებს. მისი რესტავრირებულია "კავკასიის სახლი". იგი უშურველად იღწვის სპორტულ ნაგებობათა მშენებლობაზე. მისი შექმნილია ვარკეთილის სპორტული ბაზა, რამდენიმე სტადიონი დიღმის რაიონში და უამრავი სიკეთე განახორციელა უნაგაროდ. რაგბი მისი ცხოვრების ნაწილია, დღესაც ენთუზიაზმით მონაწილეობს ვეტერანთა პაექრობაში. ის საქ. რაგბის კავშირისა და სპორტულ - ტექნიკური კომისიის წევრია, ამასთანავე, საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1966-1970)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

გააზიარე: