შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
თენგიზ რუხაძე![]()
ბიოგრაფიარესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. მთელ საბჭოთა კავშირში ერთ - ერთი ყველაზე სწრაფი გარემარბი. იგი სამართლიანად ითვლება ქართული რაგბის პიონერად. ვარჯიში დაიწყო 15 წლის ასაკში უნივერსიტეტის ნაკრებში ს. მელითაურთან და ძირითად შემადგენლობაში კონკურენტი არ ჰყავდა. მისი გატანილი ლელო 1962 წელს ახლაც ახსოვთ მის მეტოქეებს და მეგობრებს. შემდგომსი გოგი ტონიამ "ლოკომოტივში" მიიწვია და მისი ტალანტი კიდევ უფრო გამოვლინდა. იგი ორჯერ გახდა ბრინჯაოს მფლობელი. "ლოკომოტივის" საკავშირო ტურნირშიც ორჯერ გაიმარჯვა. 1967 წელს ფრანგებების წინააღმდეგ ბრწყინვალედ და გამორჩეულად ითამაშა. (სწორედ მაშინ პირველად შეიკრიბა საქართველოს ნაკრები, თუმცა "ლოკომოტივის" სახელით იასპარეზეს.) საკავშირო პირველობაზე მისი გატანილი ლელოები დრესაც ქრესტომათიულ ნიმუშებს წარმოადგენს. ის ფეხიტაც შესანიშნავად ურტყამდა ბურთს და ერტხელ 50 მეტრიანითაც კი გაიტანა გოლი. სსრკ 30 საუკეთესო მორაგბეთა სიაშიც არაერთხელ მოხვდა. იგი მორაგბეთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო ამ კავშირის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა. სწორედ მასინ გახდა საქართველო ირიბ-ის წევრი ქვეყანა. თენგიზ რუხაძე იყო საქ. ვეტერან მორაგბეთა კავშირის პირველი პრეზიდენტი, შემდეგ კი სამუდამოდ "საპატიო პრეზიდენტად" აირჩიეს და დღესაც არ ზოგავს ძალას რაგბის აღმავლობისათვის. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |