The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თეიმურაზ რუხაძე

თეიმურაზ რუხაძე
დაბადების თარიღი:1947  (78 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

  სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

  რაგბის თამაში დაიწყო 1966 და დაამთავრა 1978 წელს. "ლოკომოტივი" მისი მშობლიური გუნდია. ჰქონდა მრავალი მიწვევა, მაგრამ თავისი კოლექტივი არასდროს გაუცვლია. ამ გუნდში მან სამჯერ მოიპოვა სსრკ-ს ბრინჯაოს მედალი. კარიერის დასასრულს კი საბჭოთა კავშირის თასის მფლობელიც გახდა. იყო საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი. "ლოკომოტივის" ცენტრალური საბჭოს ოთხგზის ჩემპიონი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ რაგბის მაინც არ უღალატა და თავისივე გუნდში გააგრძელა მოღვაწეობა გუნდის უფროსის პოზიციაზე. თ. რუხაძე მოღვაწეობდა მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და იქიდანაც ქომაგობდა მორაგბეებს, განსაკუთრებით ჭაბუკთა გუნდებს. იგი  საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრია და თვითონაც ხშირად ასპარეზობს ვეტერანთა მატჩებში. არის  საქართველოს ვეტერან მორაგბეთა საკავშირიო ასპარეზობის ორგზის ჩემპიონი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1966-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1968 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: