The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თემურ ბენდიაშვილი

თემურ ბენდიაშვილი
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, რაგბი

ბიოგრაფია

 სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.

  რაგბის თამაში დაიწყო 1969 წელს თბილისის "სპარტაკში". საზრიანი და ალღოიანი სპორტსმენი, შეიძლება ითქვას, რომ მთელ თავდასხმას დირიჟორობდა. 1970 წლიდან თბილისის საუკეთესო გუნდში "ლოკომოტივში" მიიწვიეს და დღემდე ამ გუნდის განუყოფელი ნაწილია. "ლოკომოტივის" ყველა წარმატება მის სახელს უკავშირდება. ამ გუნდში მან მოიპოვა ბრინჯაო, გახდა "ლოკომოტივის" ცს-ს პირველობის გამარჯვებული. 1976 წლიდან კი გუნდის უფროსი მწვრთნელია. მან საბჭოთა კავშირის თასის პირველ გათამაშებაში გუნდი ფინალში გაიყვანა, ხოლო 2 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის თასსაც დაეუფლა. იმავე წელს სსრკ პირველობის ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა.

   თ. ბენდიაშვილი საბჭოთა ნაკრებშიც ხშირად იყო მიწვეული. საერთაშორისო ტურნირებშიც გამოიჩინა თავი. მან მრავალი საერთაშორისო კლასის სპორტსმენი აღზარდა. 80-იან წლებში საქართველოს ნაკრებსაც თავკაცობდა. მისი "ლოკომოტივი" საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ეს გუნდი სამართლიანად არის ქართული რაგბის ლიდერი და ეს მისი მთავარი მწვრთნელის თემურ ბენდიაშვილის დამსახურებაა.

   მრავალ სპორტულ ჯილდოს საქართველოს ჯილდო - ღირსების ორდენიც ამშვენებს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1968-1977)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - სსრ კავშირის თასი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1972 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: