The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გივი მრელაშვილი

გივი მრელაშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მსაჯი, მწვრთნელი, რაგბი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მორაგბე (შუამარბი, 12 ნომერი). საბჭოთა რაგბის მესაძირკვლე. ქართული რაგბის დამაარსებელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის პირველი მფლობელი მორაგბეებში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს (1963) პრიზიორი. სოროკინთან და ეგუპოვთან ერთად მას თვლიან საბჭოთა რაგბის პიონერად. 1961 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე პირველად სწორედ თბილისში მისი დამსახურებით შეიქმნა რაგბის საქალაქო სექცია, ხოლო 1962 წლის 20 ივნისს სექცია თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა, მისი თავმჯდომარე კი გივი მრელაშვილი გახდა. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  322 გვ.


გააზიარე: