The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გოჩა აბაშიძე

გოჩა აბაშიძე
დაბადების თარიღი:1941  (83 წლის)
კატეგორია:მსაჯი, რაგბი

ბიოგრაფია

  სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის არბიტრი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი, მრავალი სპორტული ჯილდოს მფლობელი.
  მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული რაგბის მრავალი გამარჯვება. მისი მშობლიური გუნდი "დინამო" გახლდათ და ასევე მოგვიანებით ამ გუნდის კაპიტანიც გახდა. 

  აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ის მწვრთნელი გახდა. შემდეგ მსაჯობა დაიწყო და მთელ საბჭოთა კავშირში ერთ - ერთ გამორჩეულ არბიტრს მრავალი მნიშვნელოვანი მატჩისთვის წარმატებით უმსაჯია.

  დღეს ის თავის მდიდარ გამოცდილებას და ენერგიას ისევ რაგბის ახმარს. იგი საქ. რაგბის კავშირის კაცთა შეჯიბრებების დირექტორია. ბატონი გოჩა ამავდორულად საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენის" სპეცსამუშაოთა განყოფილების მთავარი სპეციალისტია და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი. "სამების" ტაძრის მშენებლობისთვის მიღებული აქვს ილია II-ის მადლობა.


გააზიარე: