The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვასილ ილურიძე

ვასილ ილურიძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1925
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1972  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მსაჯი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე, მწვრთნელი. (61 კგ). სსრკ პირველ ჩემპიონატში გამარჯვებული (1945), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მეორე (1948, 51, 52) და ოთხგზის მესამე (1947, 49, 50, 54) პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, მეორე პრიზიორი (1947) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საერთაშორისო სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1949, 51), ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1952), სსრკ ნაკრების წევრი (1945-52). იყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1960-68). მისი აღზრდილები არიან ვლადიმერ რუბაშვილი და შოთა ლომიძე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. გარდაიცვალა მოსკოვში 1972 წელს.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  328 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბოლშევიკი" თბილისი (1945-1948)
  • "ისკრა" თბილისი (1951-1954)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
  • 1952 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
  • 1951 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1948 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1945 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი

გააზიარე: