შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
დავით ციმაკურიძე
ბიოგრაფიადაიბადა ფოთში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ). პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი). სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ფილას, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.საშუალო წონითი კატეგორია. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 102 გვ. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1945 წლიდან. სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1951 წლიდან. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი 1965 წლიდან. რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი 1947 წლიდან. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |