The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვახტანგ ბალავაძე

ვახტანგ ბალავაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1926  (97 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

  დაიბადა სოფ. ღანირში (სამტრედია). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (73 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 57) და მეორე პრიზიორი (1959). XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მონაწილე (1960, რომი  -  XI ადგილი). სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1952-55, 57), სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). სამბოში სსრკ ჩემპიონი (1952) და მეორე პრიზიორი (1951). ახალგაზრდობის საერთაშორისო თამაშებში გამარჯვებული (1953). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, უმაღლესი კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  103 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1957-1959)
  • "ნაუკა" თბილისი (1952-1959)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. თეირანი
  • 1959 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1957 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სტამბული
  • 1957 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
  • 1956 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მელბურნი
  • 1956 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1955 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი
  • 1954 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი
  • 1954 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ტოკიო
  • 1953 - პირველი ადგილი, ახალგაზრდ. საერთ. სპორტული თამაშები. ბუქარესტი
  • 1952 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო

გააზიარე: