The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მირიან ცალქალამანიძე

მირიან ცალქალამანიძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 2000  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

 დაიბადა სოფელ კონდოლში (თელავი). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (52 კგ). უმჩატესი წონითი კატეგორია. 

XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1957)  და მესამე (1954) პრიზიორი, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1956), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონი (1954,). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  104 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "შრომითი რეზერვები" თბილისი (1954-1957)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - პირველი ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მელბურნი
  • 1957 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სტამბოლი
  • 1956 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1955 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი
  • 1955 - პირველი ადგილი, ახალ. საერთ. სპორტული თამაშები. ვარშავა
  • 1954 - პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. ჩეპელი
  • 1954 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ტოკიო
  • 1954 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი

გააზიარე: