The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი სხირტლაძე

გიორგი სხირტლაძე
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 2008  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მთისკალთაში (ონის რაიონი). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ). საშუალო წონითი კატეგორია.  მსოფლიოს ჩემპიონი (1959) და მეორე პრიზიორი (1957). XVII ოლიმპიადის (1960, რომი) და XVI ოლიმპიადის მესამე (1956, მელბურნი) პრიზიორი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1954, 57, 60), ორგზის მეორე (1953, 58) და მესამე (1955) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956) და II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). შვედეთის, უნგრეთის, აშშ-ის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  103 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სპარტაკი" თბილისი (1954-1960)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1960 - მეორე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. რომი
  • 1959 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1959 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. თეირანი
  • 1958 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1957 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სტამბოლი
  • 1957 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
  • 1956 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მელბურნი
  • 1956 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1955 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი
  • 1954 - პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. ჩეპელი
  • 1954 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი
  • 1953 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

გააზიარე: