The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზარბეგ ბერიაშვილი

ზარბეგ ბერიაშვილი
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე. მსუბუქი წონითი კატეგორია. მსოფლიოს ცემპიონი (1969) და სამგზის მეორე პრიზიორი (1963, 65, 67). XVIII და XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო _ VI ადგილი და 1968, მეხიკო _ V), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1962, 64-66, 69), სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ფილასა და ღირსების ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  104 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1962-1965)
  • "სპარტაკი" თბილისი (1966-1970)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბერლინი
  • 1969 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მარ-დელ-პლატა
  • 1967 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სტამბული
  • 1967 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. დელი
  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1966 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. კარლსრუე
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ნოვოსიბირსკი
  • 1965 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მანჩესტერი
  • 1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
  • 1963 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1963 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სოფია
  • 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. რიგა

გააზიარე: