The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გურამ საღარაძე

გურამ საღარაძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი საშუალო და ქვესაშუალო წონითი კატეგორია (78 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1963, 65) და ორგზის მეორე პრიზიორი (1966, 67), ევროპის ჩემპიონი (1965) და მესამე პრიზიორი (1968). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964-66) და მესამე პრიზიორი (1968), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  107 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1963-1966)
  • "დინამო" თბილისი (1966-1969)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია
  • 1968 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მახაჩყალა
  • 1968 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სკოპლე
  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1967 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. დელი
  • 1966 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ტოლედო
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ნოვოსიბირსკი
  • 1965 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მანჩესტერი
  • 1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1964 - მეორე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. ტოკიო
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
  • 1964 - პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. ჰელსინკი
  • 1963 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სოფია
  • 1962 - პირველი ადგილი, ახალგაზრდობის საერთაშორისო სპორტული თამაშები. ჰელსინკი

გააზიარე: