The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანდრო ცხოვრებოვი

ანდრო ცხოვრებოვი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მსხლებში ( ჯავა). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (87 და 90 კგ). საშუალო წონითი კატეგორია. ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1966), სსრკ ჩემპიონი (1968), ორგზის მეორე (1969, 70) და მესამე (1965, 66) პრიზიორი, სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967), თბილისის საერთაშორისო ტურნირში ხუთგზის გამარჯვებული (1964-68). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  105 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" თბილისი (1965-1968)
  • "კოლმეურნე" სტალინარი (1959-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სკოპლე
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მახაჩყალა
  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ნოვოსიბირსკი
  • 1966 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. კარლსრუე
  • 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

გააზიარე: