The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ ხოხაშვილი

ნოდარ ხოხაშვილი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

აიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი ქვესაშუალო და ქვემსუბუქი წონითი კატეგორია (68 კგ). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების (1964) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1969), სსრკ ჩემპიონი (1969), მეორე (1962) და მესამე (1972) პრიზიორი, სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1971). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  106 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განათლების განყოფილება" თბილისი (1960-)
  • "კოლმეურნე" თბილისი (1962-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი
  • 1969 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მარ-დელ-პლატა
  • 1969 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მარ-დელ-პლატა
  • 1969 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია
  • 1969 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი
  • 1964 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. ტოკიო
  • 1962 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. რიგა

გააზიარე: