The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევან თედიაშვილი

ლევან თედიაშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1948
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 2024  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა საგარეჯოში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი და მეორე საშუალო წონითი კატეგორია (82, 90, 100 კგ). XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74), ორგზის მეორე (1969, 80) და მესამე პრიზიორი (1977), ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი იყო 82 და 90 კგ, ევროპის ჩემპიონი _ 100 კგ წონაში). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1971, 73, 74), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს მედალი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  108 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" თბილისი (1971-1978)
  • "დინამო" თბილისი (1978-)
  • "ლოკომოტივი" თბილისი (1973-1975)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მეხიკო
  • 1978 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია
  • 1976 - პირველი ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მონრეალი
  • 1975 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მინსკი
  • 1974 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სტამბოლი
  • 1974 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი
  • 1973 - პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. მოსკოვი
  • 1973 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. თეირანი
  • 1973 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კრასნოიარსკი
  • 1972 - პირველი ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მიუნჰენი
  • 1971 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1971 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სოფია

გააზიარე: