The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



როინ დობორჯგინიძე

როინ დობორჯგინიძე
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

  დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში (ლანჩხუთი). თავისუფალი სტილის მოჭიდავე,  ქვემსუბუქი წონითი კატეგორია  (57 კგ). მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1971, 72), იაპონიის, ინდოეთის, ბულგარეთისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ღირსების მედლის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  109 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" თბილისი (1972-1973)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლოზანა
  • 1972 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი

გააზიარე: