The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ჯუმბერ დავლიანიძე

ჯუმბერ დავლიანიძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1936
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მსაჯი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. თავისუფალი ჭიდაობა, მსაჯი. ექსტრა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი. 1975 წლიდან იმსაჯა ევროპის 5 ჩემპიონატზე, კაცთა 4 და ქალთა 6 მსოფლიოს ჩემპიონატზე. იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მსაჯი. მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1957) თავისუფალ ჭიდაობაში. სპორტის საპატიო ოსტატი. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  335 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: