The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გოდერძი ბოლქვაძე

გოდერძი ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 2000  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

  დაიბადა 1939 წლის 13 სექტემბერს დაბა ხულოში, ქერემ ბოლქვაძის და ოლღა ჩხაიძის ოჯახში. 1957 წელს დაამთავრა ხულოს საჯარო სკოლა. 1962 წელს - აქ. ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1963 წელს გახდა სსრკ-ს სპორტის ოსტატი. 1964-1965 წლებში იყო ხულოს სკოლა-ინტერნატის ფიზკულტურის მასწავლებელი. 1965-1970 წლებში მწვრთნელად მუშაობდა გლდანის სპორტული სკოლა-ინტერნატში.

1971-1972 წლებში მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში პირველმა საკუთარი სახლის მეორე სართული გადააკეთა საჭიდაო დარბაზად, სადაც თავად წვრთნიდა მოზარდებს. 1972 წელს ხულოს რაიონში დაარსდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე.

2000, 2001 და 2003 წელს დასახელდა აჭარის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. მან მოამზადა სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი, მუხრან ვახტანგაძე.

გოდერძი ბოლქვაძე გარდაიცვალა 2000 წლის 30 აგვისტოს.

ყოველ წელს ხულოს სპორტულ სკოლაში ტარდება გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სადაც როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1963-)

გააზიარე: