ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გიორგი სიჭინავა
დაბადების თარიღი: | 15 სექტემბერი, 1944 (80 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა გაგრაში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა გაგრის “ტორპედოში” (1959). თბილისის “დინამოში” (1960-69), რუსთავის “მეტალურგში” (1971-72). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი. მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 162 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 67). ღირსების ორდენის კავალერი. ცხოვრობს სოჭში.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 193 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "დინამო" თბილისი (1962-1964)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1964 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1962 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
|