The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ ბარქაია

ვლადიმერ ბარქაია
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა გაგრაში. ფეხბურთელი. (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “დინამოში”(1957-67). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი (2 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში  -  225 (67 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 62). სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). იყო თბილისის “დინამოს” მწვრთნელი (1967-69), საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1989-90), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990-97). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  189 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1959-1969)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1962 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: