The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მიხეილ მესხი

მიხეილ მესხი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1937
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1991  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1954-69) და “ლოკომოტივში” (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი (4 გოლი). ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 284 მატჩი (54 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 62, 67). სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). იყო თბილისის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის, “ავაზის” დირექტორი (1969-იდან გარდაცვალებამდე). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  191 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1959-1967)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1962 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: